LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოეთში 500-ტონიანი ხიდი მოიპარეს – ქურდობა დღისით, ყველას თვალწინ მოხდა

50
broken bridge

ინდოეთის შტატში, ბიჰარში 18 მეტრის სიგრძის ხიდი მოიპარეს. კონსტრუქციის წონა არც მეტი არც ნაკლები 500 ტონა იყო. უჩვეულო ქურდობის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Hindu ავრცელებს.

ბოროტმოქმედებმა თავი საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლებად გაასაღეს და ხიდი ნაწილებად დაჭრეს. კონსტრუქციის დემონტაჟს ისინი იმით ხსნიდნენ, რომ ხიდი დაძველდა და სანდო აღარ იყო, ამიტომ სანამ ახალს ააგებდნენ, ბუნებრივია ძველი უნდა დაეშალათ. საკმაოდ დიდი ხიდის დაშლა კი ადვილი არ ყოფილა, ამიტომ მიზნის მისაღწევად ქურდებს სამი დღე დასჭირდათ.

ადგილობრივებმა ქურდობის ფაქტი ხიდის გაქრობიდან რამდენიმე დღის შემდეგ გაიაზრეს. შესაბამის ორგანოებსაც შეატყობინეს და პოლიციამ ძარცვის ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა.

გამოძიების ვარაუდით, 45 წლის წინ აგებული ხიდი რკინის კონტრაბანდისტებმა მოიპარეს. თუმცა, მათ კვალზე გასვლა ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები