გამოცემა „The Guardian”-ის ინფორმაციით, ამერიკელი მუსიკოსისადმი მიძღვნილი დაწესებულება ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ შილონგში მდებარეობს. კაფე 2016 წელს გაიხსნა და ის ერთ-ერთ ძველ ბუნგალოშია განთავსებული. დაწესებულების კედლები ვინილის ფირფიტებითა და პოსტერებითაა გაფორმებული, რაც ძალიან სასიამოვნო გარემოს ქმნის. გარდა ამისა, დილანის კაფის ჭერი მუსიკოსის გულშემატკივრების მიერ შექმნილი ნახატებითაა დაფარული.
აღსანიშნავია, რომ მუსიკოსი ქალაქ შილონგში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და მისი დაბადების დღე 24 მაისი ყოველთვის გრანდიოზულად აღინიშნება.