LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოეთში ციმციმების გამოყენება აიკრძალება

45

პირველი მაისიდან ინდოეთში ”მიგალკების” გამოყენებაზე სრული აკრძალვა შევა ძალაში. სპეციალური სასიგნალო ელემენტები არცერთი თანამდებობის პირს აღარ ექნება.

BBC იუწყება, რომ ინდოეთის ფინანსთა მინისტრის არუნ ჯეტლის განცხადებით, ამ საკითხში გამონაკლისი არ იქნება.

ამ გზით, ქვეყანაში ციმციმები მხოლოდ სამაშველო სამსახურების ავტომობილებს ექნებათ.

მთავრობამ სწორედ ამ გზით გადაწყვიტა გზების განტვირთვა და გადაადგილების VIP-პრინციპებისგან თავის დაღწევა. მიიჩნევა, რომ ჩინოსნები ციმციმებიანი ავტომობილებით გზებზე სიტუაციებს აუარესებენდნენ და ჩვეულებრივ ავტომობილებს ხელს უშლიდნენ, ამასთან თავიანთ სტატუსს ნეგატიურად უსვამდნენ ხაზს.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ გადაწყვეტილება ასე დააკომენტარა: ”ყოველი ინდოელი განსაკუთრებულია. ყოველი ინდოელი – VIP პერსონაა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები