ინდონეზიის პრეზიდენტისთვის მდიდრული ყველგანმავალი ააგეს. მოდელი MV3 Garuda Limusine კომპანია PT Pindad-მა შექმნა და დიზელის 2,2 ძრავით აღჭურვა. შიგნით ყველაფერი ტყავითაა გაფორმებული, არის ტელევიზორიც და მაცივარიც.
ძრავის აგრეგატიც სტანდარტულია – დიზელი 2.2, რომელიც 8 დიაპაზონიან გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.
მოდელის ოფციებს შორისაა ფეხის დასაწყობი გამათბობლით, დისპლეი, 360 გრადუსიანი ხედვის კამერა, ჭკვიანი ტელევიზია და WiFi. ყველგანმავალს საათში 120 კილომეტრამდე შეუძლია გახურება და ერთი ავზით 800 კილომეტრს გადის.