LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ineos Grenadier – ახლა უკვე ერთ ადგილიანი კაბინით

105
Ineos Grenadier - ახლა უკვე ერთ ადგილიანი კაბინით

გერმანულმა კომპანია Lennartz Technik-მა ბრიტანული Ineos-ის ყველგანმავლის საკუთარი ვერსია შექმნა – ერთ ადგილიანი კაბინით დაკომპლექტებული სატვირთო. თუმცა, ეს ერთადერთი ცვლილება არ არის: ტიუნინგ-ფირმა დამკვეთებს სხვა მოდიფიკაციებსაც სთავაზობს. ცვლილებების მთავარი მიზანი – კროსოვერის კომპაქტურ საკემპინგო მანქანად გარდაქმნაა.

Lennartz Technik ქალაქ ველცჰაინიდან სპეციალიზდება ძირითადად Mercedes-Benz G-Wagen-ის მოდიფიცირებაში. მათი შესაძლებლობების სპექტრი ძალიან ფართოა: კროსოვერს შეუძლიათ დაუმატონ ექსპედიციური აღჭურვილობა, გადააკეთონ ორ რიგიან პიკაპად გრძელი შასით, შექმნან სამღერძიანი ვერსია ან დაამატონ პორტალური ხიდები.

რამდენიმე წლის წინ, გერმანელები პარტნიორები გახდნენ ახალ ბრიტანულ ყველგანმავლის მწარმოებელთან – კომპანია Ineos-თან. შეგახსენებთ, რომ Ineos ამჟამად ერთ მოდელს აწარმოებს – Grenadier-ს: ეს არის კროსოვერი კლასიკური Land Rover Defender-ის სტილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები