LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა გრიგოლიას დაკარგული საფულე დაუბრუნეს – „ასე გამაბედნიერეს მეც ამ საღამოს“

70

ცნობილმა ტელესახემ სოციალურ ქსელში დაწერა იმის შესახებ, როგორ დაუბრუნეს დაკარგული საფულე სრულიად უცნობმა ადამიანებმა.

„რაც დრო გადის და ასაკი მემატება,სულ უფრო და უფრო აღმაფრთოვანებენ ადამიანები  ცოტა ხნის რესტორან „გინესიდან“ მოვედი სახლში და უცებ მირეკავს ტელეფონზე სადაზღვევო კომპანია „PSP“, რომელიც არის ჩემი დამზღვევი. გამიკვირდა, ამ შუაღამისას რატომ მიკავშირდებოდნენ. ტელეფონზე გოგონა მეუბნება, უკაცრავად, რომ ასე გვიან გაწუხებთ, მაგრამ თქვენ საფულე დაგიკარგავთ, სადაც ჩვენი დაზღვევის ბარათიც გედოთ და არ ინერვიულოთ, რესტორნის დაცვასთანაა ყველაფერი და ვინაიდან ჩვენი ბარათიც აღმოაჩინეს, სადაც ჩვენი ნომერიც იყო მითითებული, ჩვენთან დარეკეს და შემოგითვალეს, რომ არ იდარდოთ, თქვენი დაკარგული მათთანაა შენახულიო და გადმოგცეს ნომერი, ვის უნდა დაუკავშირდეთო. მოკლედ, ეს ყველაფერი უპოვია ოფიციანტს და დაცვას ჩააბარა.

ერთი კვირის წინ ზუსტად იგივე შეემთხვა სოფო ხუციშვილს და მასაც ხელუხლებლად დაუბრუნა ერთმა ღვთისნიერმა კაცმა, რომელიც დარაჯი აღმოჩნდა. მე მიხარია, რომ ამდენი მაგარი ადამიანი ცხოვრობს ამ ქვეყანაში, რომელსაც აზრადაც არ მოსდის დაკარგული საფულეების და საკრედიტო ბარათების მითვისება და ხელუხლებლად უბრუნებენ პატრონებს. რა მაგარია, ასეთი ხალხი რომ ცხოვრობს დედამიწაზე და რომ გაბედნიერებს. ასე გამაბედნიერეს მეც ამ საღამოს ჰოდა, მადლობა იმ კარგ ადამიანს, ვინც ჩემი დაკარგული იპოვა, მადლობა რესტორანს და სადაზღვევო კომპანიას, წამებში, ოპერატიულად რომ დამამშვიდეს, იქამდე, სანამ მივხვდებოდი, რომ ყველაფერი დამიკარგავს !!!!!!!!!! ამ დროს ვგრძნობ ხოლმე, რა არის ადამიანობა“ – წერს ინგა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები