ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია ინგლისის ნაკრების მატჩების ჩვენების უფლებას 230 მილიონ ევროდ გაყიდის.
2018-დან 2022 წლების პერიოდში ინგლისის 40 მატჩი ასოციაციას სატელევიზიო უფლებების გაყიდვიდან (ITV და Sky) 52 მილიონ ევროს მოუტანს. ძირითადი შემოსავალი ერთა ლიგის თამაშებიდან შემოვა.
უეფას ერთა თასი – ახალი ორწლიანი ტურნირია 55 ნაკრების მონაწილეობით, რომელმაც ევროპის ჩემპიონატებს შორის ამხანაგური შეხვედრები უნდა ჩაანაცვლოს.
საფეხბურთო ასოციაციამ ინგლისის თასის ჩვენების უფლება 950 მილიონ ევროდ გაყიდა.