LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგლისში ფეხბურთელებმა თავისი თქვეს: ყველას კანტე ჯობია

49

”ჩელსის” ნახევარმცველი ნ’გოლო კანტე PFA-ის ვერსიით პრემიერლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ფრანგმა ფეხბურთელმა ჯილდოსათვის ბრძოლაში უკან მოიტოვა თანაგუნდელი ედენ აზარი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი (”მანჩესტერ იუნაიტედი”), ჰარი კეინი (”ტოტენჰემი”), რომელუ ლუკაკუ (”ევერტონი”) და ალექსის სანჩესი (”არსენალი”).

კანტე კარიერაში პირველად გახდა წლის საუკეთესო მოთამაშე პროფესიონალ ფეხბურთელთა ვერსიით.

ამ გამარჯვებით ნ’გოლო კანტე გახდა აღნიშნული ჯილდოს მესამე ფრანგი მფლობელი. PFA-ის ვერსიით, 2001 წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი პატრიკ ვიეირას გადაეცა, ტიერი ანრი კი ჯილდოს 2004 და 2006 წლებში ფლობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები