LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგლისში მგზავრებით სავსე მატარებელი დაიკარგა

107

ინგლისში მგზავრებით სავსე მატარებელი დაიკარგა. „დეილი მირორის“ ინფორმაციით, ბრიტანელ მემანქანეს მიმართულება შეეშალა და 100 მგზავრი სრულიად სხვა დანიშნულებით წაიყვანა. მატარებელი ნიუკასლიდან ლონდონის სიახლოვეს – ქალაქ რედინგში უნდა ჩასულიყო, თუმცა შეცდომის გამო საპირისპირო მიმართულებით წავიდა და ქალაქ პონტეფრაქტში აღმოჩნდა. მგზავრებმა ეს ფაქტი მოგვიანებით აღმოაჩინეს და დაკარგული მატარებლის შესახებ ინფორმაციაც სწორედ მათ სოც-ქსელების მეშვეობით გაავრცელეს. მემანქანეს კი სიტუაციაში გასარკვევად და უკან დასაბრუნებლად რამდენიმე საათი დასჭირდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები