LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Intel-ის ხელოვნური ინტელექტი Ferrari-ის მრბოლელებს უკეთ რბოლას ასწავლის

31

კომპანია Intel-მა Ferrari-სთან სამწლიანი შეთანხმება გააფორმა. თანამშრომლობის ფარგლებში იტალიური ავტომწარმოებელი პარტნიორის ხელოვნურ ინტელექტს თავის ჩრდილოამერიკულ მონოთასში Ferrari Challenge გამოიყენებს, რომელშიც მონაწილეობას კომპანიის კლიენტები იღებენ. სისტემას პილოტების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისთვისაც გამოიყენებენ.

სისტემა ვიდეოს საფუძველზე იმუშავებს, რომელსაც უპილოტო საფრენ აპარატზე მიმაგრებული კამერები გადაიღებენ. Intel-ში აღნიშნავენ, რომ, ეს პილოტებს დაეხმარება „თავიანთი პილოტაჟი ციდან დაინახონ“.

მოგვიანებით, ხელოვნური ინტელექტი თვით მასწავლებლის ფუნქციით შეძლებს მოხვევის კუთხისა და მუხრუჭისა და აქსელერატორის სატერფულების ანალიზი გაკეთოს. სისტემა ამ ყველაფერს უშუალოდ მოძრაობისას შეისწავლის და საჭირო კორექტივებს ავტომობილის მუშაობასა და მართვის მანერაში შეიტანს.

Intel-ის ხელოვნური ინტელექტი რბოლის ტრანსლაციის ხარისხსაც გააუმჯობესებს. სისტემა რეალურ დროში გაანალიზებს ტრასაზე არსებულ სიტუაციას და ეთერში მხოლოდ ყველაზე საინტერესო მომენტებს გაუშვებს, რისი გაკეთებაც ადამიანს არ შეუძლია.

Intel-სთვის საავტომობილო კომპანიებთან თანამშრომლობის ეს პირველი შემთხვევა არ არის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები