LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტელექტუალი მამაკაცები ყველაზე ერთგული მეუღლეები არიან

67

ლონდონელი მეცნიერების მტკიცებით, მამაკაცის ერთგულება მის ინტელექტზეა დამოკიდებული. ექსპერტების აზრით, რაც უფრო მეტადაა მამაკაცი ინტელექტუალურად განვითარებული, მით უფრო ნაკლებად ღალატობს ის მეუღლეს, რადგან ქვეცნობიერად გრძნობს, რომ მონოგამური ურთიერთობა მისთვის ბევრად უსაფრთხო და მომგებიანია.

მეცნიერების დასკვნით, მამაკაცისთვის მონოგამია სტაბილურ სექსუალურ ცხოვრებასთან ასოცირდება და იცავს მას შესაფერისი პარტნიორის ძებნით გამოწვეული სტრესისგან, რადგან მყარი ოჯახური ურთიერთობის შემთხვევაში, მამაკაცს რეგულარულად აქვს სექსი, სქესობრივი ინფექციით დაავადების შანსი კი – მინიმალურია.

მსგავსი კვლევა ჩაატარეს გერმანელმა სპეციალისტებმაც, რომლებმაც დაასკვნეს, რომ ერთგულების შენარჩუნებაში მამაკაცებს ოქსიტოცინის ჰორმონი ეხმარება, რადგან სწორედ ეს ჰორმონია ერთგვარი “მაგნიტი”, რომელიც მამაკაცს მუდმივად იზიდავს ძველი და კარგად ნაცნობი პარტნიორისკენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები