LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერმა 5-იდან 5 მოიგო, იუვე კვლავ უიღბლოა

55

სერია ა-ს მეხუთე ტურში, ტურნირის ერთპიროვნულმა ლიდერმა მილანის ”ინტერმა” საკუთარ მოედანზე ”ჰელას ვერონა” მიიღო და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა. რობერტო მანჩინის გუნდმა იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული 5 მატჩიდან ხუთივე მოიგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი 56-ე წუთზე ტელესის მოწოდებული კუთხურიდან ფელიპე მელომ გაიატანა. შემდეგ შეხვედრას ცხრილის ლიდერები შინ ”ფიორენტინასთან” გამართავენ.

გასული სეზონის ჩემპიონი ტურინის ”იუვენტუსი” სერია ა-ში წარუმატებელ სვლას განაგრძობს. ”ბებერმა ქალბატონმა” შინ აუთსაიდერი ”ფროსინონეს” დამარცხება ვერ მოახერხა – 1:1. შეხვედრაში ტურინელები დაწინაურდნენ, 50-ე წუთზე სიმონე ძაძამ ახალი კლუბისთვის პირველი გოლი გაიტანა. მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში, 92-ე წუთზე კუთხურიდან თავით ლეონარდო ბლანშარმა გაათანაბრა ანგარიში.

5 ტურის შემდეგ “იუვენტუსს” 5 ქულა აქვს და ლიდერ “ინტერს” უკვე 10 ქულით ჩამორჩება. შემდეგ ტურში ”იუვე” ”ნაპოლის” ესტუმრება.