ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა იმ ფაქტს, რომ ჩინეთმა საზღვრები გახსნა და Covid-19-ის პანდემიის შემდეგ ჩინელ ტურისტებს მოგზაურობის საშუალება პირველად მიეცემათ. სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები შიშობენ, რომ შესაძლოა ვირუსი ისევ გავრცელდეს. ამის შესახებ მთელი განხილვა გამოქვეყნდა Reddit-ის ფორუმზე.
ერთ-ერთმა კომენტატორმა განაცხადა, რომ ჩინეთის მოსახლეობა ჯერ კიდევ ვირუსის გადამტანია. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ჩინეთიდან იტალიაში ჩასული ტურისტების დიდ ნაწილს Covid-19-ის ტესტი დადებითი აღმოაჩნდა.
გარდა მსგავსი საფრთხისა, ინტერნეტ მომხმარებელთა ნაწილი იმაზეც თანხმდება რომ ჩინეთიდან ჩამოსული ტურისტები ძალიან უხეშები, მოუწესრიგებლები არიან და მათი დაბრუნება არავის ახარებს.
უფრო მეტიც, ჩინელებს ყველაზე ცუდი ტურისტების წოდება წარსულშიც არაერთხელ მოუპოვებიათ.