LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერნეტით ნაცნობობა – რა უნდა გავაკეთოთ სასურველი ადამიანის გასაცნობად

159

უკვე დიდი ხანია ინტერნეტი ახალი ნაცნობების შეძენის და სიყვარულის პოვნის საუკეთესო საშუალებაა. ამაში ცუდი არაფერია, თუმცა საჭიროა ზუსტად იცოდეთ მისი გამოყენება, რათა უაზროდ არ დაკარგოდ დრო არაფრისმომცემ შეხვედრებსა და საუბრებზე. გთავაზობთ ხუთ მარტივ წესს, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ სასურველი ადამიანის პოვნაში.

1. არა მარტო გაცნობის საიტები

ბევრის აზრით, სპეციალიზირებულ საიტზე შესაფერისი ადამიანის ძებნა ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა ყველაფერი არც ასე მარტივადაა. ფსიქოლოგების განცხადებით, მრავალრიცხოვანი გაცნობის საიტები უსასრულო არჩევანის ილუზიას ქმნიან, რაც ძალიან ბევრს უშლის ხელს გაიცნოს სავარაუდო პარტნიორი უფრო ახლოს და უკეთესის პოვნის იმედით, აიძულებს მიიღოს დაუფიქრებელი გადაწყვეტილება. ურიცხვი ანკეტების თვალიერებისას, ადამიანების უმრავლესობას უჭირს გაამახვილოს ყურადღება ერთზე და მუდმივად ელოდება რაიმე ახალს და განსხვავებულს, რაც თავის მხრივ გარკვეული სტრესის გამომწვევია და აფერხებს სერიოზული და წარმატებული ურთიერთობის ჩამოყალიბებას. პროფესიონალების აზრით, ბევრად უკეთესია თუ ყურადღებას სხვა საიტებზე გადაიტანთ. მოძებნეთ საიტი თქვენს ჰობიზე და საყვარელ საქმეზე საუბრისას უფრო სწრაფად მოძებნით თანამოაზრეებს. შესაძლოა, პირველ დღესვე ვერ იპოვნოთ მთელი თქვენი ცხოვრების სიყვარული, მაგრამ საინტერესო ადამიანთა წრეს ნამდვილად შეიძენთ.

2. იყავით გულწრფელი

თუ ცხოვრების თანამგზავრის მოსაძებნად მაინც ნაცნობობის საიტი აირჩიეთ, ისწავლეთ საკუთარი ანკეტის სწორად გაფორმება. ნუ გამოაქვეყნებთ კარგად დამუშავებულ და შელამაზებულ ფოტოებს. მართალია, ფოტოშოპი გაზრდის პაემანზე დაპატიჟების შანსებს, მაგრამ შეხვედრისას თქვენ აუცილებლად იმედგაცრუების მიზეზი გახდებით. გამოაქვეყნეთ მხოლოდ რეალური ფოტოები და თქვენთვისაც ბევრად უფრო მარტივი იქნება, შეხვდეთ იმ ადამიანს, რომელსაც ისეთი მოეწონეთ, როგორიც სინამდვილეში ხართ. ანკეტის შევსებისას შეინარჩუნეთ ოპტიმიზმი. არ ღირს დეტალურად ისაუბროთ საკუთარ მძიმე ხასიათზე, იყავით ადეკვატური და ისე მოყევით თქვენი ისტორია, რომ საინტერესო იყოს თქვენთან ურთიერთობის გაგრძელება.

3. ყურადღებით წაიკითხეთ თქვენი პოტენციალური პარტნიორის ანკეტა

იმის მიხედვით, თუ რას წერს ის საკუთარი თავზე, ადვილი იქნება განსაზღვროთ, რამდენად შეეფერებით ერთმანეთს. თუმცა რამდენიმე პუნქტს ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიაქციოთ ყურადღება – აუცილებელია იყოს რამდენიმე ფოტო, რადგან სწორედ ესაა გარანტია იმისა, რომ თქვენ რეალურ ადამიანთან გაქვთ ურთიერთობა და არა იმასთან, ვისაც ფოტოზე ხედავთ. გაითვალისწინეთ, რომ ინფორმაცია საკუთარ თავზე არ უნდა იყოს ზედმეტად მოკლე. თუ ის არაფერს წერს, ე.ი. არც სერიოზული ურთიერთობისთვისაა განწყობილი. მიაქციეთ ყურადღება იმ დახასიათებას, რომელიც თვითონ გამოყო და კარგად დაფიქრდით, არის თუ არა ის თქვენთვის მართლა საინტერესო.

4. მიიღეთ უსაფრთხოების ზომები

თუ რამდენიმე კვირაა გრძელდება ურთიერთობა, თქვენ კი, მუდმივად მასზე ფიქრობთ და დარწმუნებული ხართ, რომ სწორედ ისაა თქვენი რჩეული, ე.ი. უკვე პირველი პაემნის დროა. თუმცა, არ დაგავიწყდეთ გარკვეული დიტანციის დაცვა, რადგან ინტერნეტი ის ანონიმური სისტემაა, რომელიც ნებისმიერისთვის ხელმისაწვდომია. არაა აუცილებელი, რომ თქვენი ვირტუალური მეგობარი აუცილებლად ონლაინ-მანიაკი არმოჩნდეს, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით შეხვედრა მაინც ხალხმრავალ ადგილას დანიშნეთ და ნუ იჩქარებთ პირველვე მიპატიჟებაზე ესტუმროთ სახლში.

5. გამოიყენეთ შვებულება

შვებულება ახლო მეგობართან ერთად ბევრად უფრო მხიარული და საინტერესო გახდება, თუ საერთაშორისო ნაცნობობის საიტებსაც გადაავლებთ თვალს, რამდენიმე კანდიდატს წინასწარ გააცნობთ საკუთარ თავს და შეატყობინებთ, რომ მალე მისი ქალაქის სტუმრობას აპირებთ. შესაძლოა ვინმემ აეროპორტში დახვედრა და ქალაქის დათვარიელებაც შემოგთავაზოთ. არაა აუცილებელი აქციოთ რიგითი შვებულება თქვენი ცხოვრების მთავარ რომანად, მაგრამ დროს აუცილებლად კარგად გაატარებთ და გასახსენებელიც ბევრი გექნებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები