LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერნეტში Aurus Senat-ის ახალი კადრები გავრცელდა

78

ინტერნეტში Aurus Senat-ის ახალი კადრები გავრცელდა. უახლესი სედანის ფოტოები ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა და მათზე ავტომობილის ყველა მხრიდან დათვალიერება და ასევე მისი ინტერიერისთვის თვალის შევლებაცაა შესაძლებელი. ფანჯრებისა და კარებების სისქის გათვალისწინებით სედანი ბრონირებულია და ამასთან, მთლიანად შავ ფერშია შესრულებული. მსგავსი ავტომობილები ჯერ-ჯერობით მხოლოდ სახელმწიფო მეთაურების დაცვის სამსახურებში თუ ყავთ და რიგითი ავტომოყვარულებისთვის ისინი ხელმისაწვდომი მხოლოდ რამდენიმე თვეში გახდება.

Aurus-ის საჯარო პრემიერა მოსკოვის ავტოსალონზე იგეგმება და გაყიდვებიც სწორედ ამის შემდეგ დაიწყება. რაც შეეხება სიახლის ტექნიკურ მახასიათებლებს, მან ჰიბრიდის აგრეგატი, 4,4 ლიტრის V8 ბენზინის ძრავი და საკმაოდ ძლიერი ელექტროძრავიც მიიღო, მხოლოდ ბენზინის ძრავს 598 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციაზე სწორედ Aurus Senat-ის ბრონირებული ლიმუზინი გამოიყენეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები