LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერნეტში Pagani Huayra-ს ჯაშუშური ფოტოები გავრცელდა

57

ინტერნეტში სუპერქარის Pagani Huayra-ს ჯაშუშური ფოტოები გავრცელდა. როდსტერის პრემიერა 2017 წლის გაზაფხულზე უნდა გაიმართოს. პრეზენტაციის სავარაუდო ლოკაცია ჟენევის ავტოსალონია.

ფოტოებიდან ირკვევა, რომ Pagani Huayra მიიღებს ჭერს, რომელიც დისტანციურად გაიხსნება და მისი მართვა საჭესთან ჯდომისას იქნება შესაძლებელი. აღნიშნული ფუნქცია მის წინამორბედს Zonda Roadster-საც ჰქონდა.

ავტომობილის საერთო წონა 1360 კგ-ით განისაზღვრა.

რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, სუპერქარი აღიჭურვება V12 აგრეგატით, რომელსაც Mercedes-AMG-სგან მიიღებს. აგრეგატი 730 ცხენის ძალის სიმძლავრისაა, 1000 ნმ/წმ ბრუნის სიჩქარით.

Huayra-ს შეუძლია 100 კმ/სთ სიჩქარე 3.3 წამში განავითაროს. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 370 კმ/სთ-ს შეადგენს.

სავარაუდოდ, მოდელის მხოლოდ 100 ეგზემპლარი გამოვა გასაყიდად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები