LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერნეტში Project Panther-ის ფოტოები გამოჩნდა

87

კომპანია Ares Design–ის ხელმძღვანელმა დენი ბახარმა, Project Panther-ის ფოტოები გაასაჯაროვა. Lamborghini Huracan-ის აგრეგატებზე აწყობილი მანქანა შეზღუდული ტირაჟით, სულ რაღაც 21 ეგზემპლარი გაიყიდება. თითოეულის ფასი კი მინიმუმ 515 ათასი ევრო იქნება.

Project Panther-ს ორიგინალური კუზაო აქვს, რომელიც კლასიკური სპორტ ქარის 1970-იანი წლების De Tomaso Pantera-ს სტილშია გადაწყვეტილი. საკულტო მანქანის თანამედროვე ინტერპრეტაცია ორიგინალზე 10 სანტიმენტით გრძელია და 12 სანტიმეტრიანი საბურავი აქვს.

აღსანიშნავია, რომ Ares Design–ის დიზაინერებმა საკვანძო ელემენტები, როგორიც არის სვეტის ფორმა და მოძრავი ფარები, თანამედროვე დიზაინშიც შეინარჩუნეს.

Project Panther-ის ტესტირება ზაფხულში მოხდება, ოქტომბრიდან კი გაყიდვაში ჩაეშვება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები