LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერნეტში ყველაზე გაყიდვადი ლეპტოპების სია გამოქვეყნდა

81

ანალიტიკური კომპანია TrendForce-ი მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ლეპტოპების სიას აქვეყნებს. ჩვენდა გასაოცრად, 2016 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, Apple-ს MacBook-ის გაყიდვები 4-ჯერ შემცირდა.

2016 წლის პირველ ნახევარში, მაღაზიებმა 74.18 მილიონი ნოუთბუქი გაყიდეს რაც გასული წლის პირველ ნახევარში გაყიდული ლეპტოპების რაოდენობაზე 4%-ით ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ კომპიუტერულ ბაზარზე კომპანია Lenovo დაწინაურდა და იგი ფაქტიურად ბაზრის 22%-ს აკონტროლებს.

ჩინური კომპანიის შემდეგ, მეორე ადგილზეა ამერიკული წარმოშობის კომპანია – HP (Hewlett-Packard), რომელიც 15.8 მილიონი ლეპტოპით ბაზრის 21.3%-ითაა წარმოდგენილი. მესამე ადგილზე კი კომპანია Dell-ია განთავსებული და იგი ბაზრის 15.3%-ს ფლობს.

რაც შეეხება Apple-ს მისი საქმე საკმაოდ ცუდადაა. ამერიკული გიგანტი კომპიუტერული ბაზრის მხოლოდ 7.9 %-ს იკავებს რაც მოწინავე სამეულის ფონზე, ნამდვილად არასახარბიელო მაჩვენებელია. რა განაპირობებს MacBook-ების რეიტინგის ასეთ ვარდნას, ჯერ-ჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, მათი ფასი და შეუსაბამო ტექნიკური მახასიათებლები ერთადერთი კრიტერიუმია, რომელიც პროდუქტს არამიმზიდველს ხდის.

როგორც ყოველთვის, Macintosh-ი სისტემა წარმადობითა და მინიმალიზმით ხიბლავდა მომხმარებელს, თუმცა, თანამედროვე მსოფლიოში სხვა ოპერაციული სისტემები მეტად უნივერსალური და ღიაა. გარდა ამისა, კომპანია ოპერაციული სისტემის დაპატენტებას კრძალავს და საკუთრივ MacOS მხოლოდ ,,ვაშლის’’ საავტორო ლეპტოპებში ჩაწერის უფლებას იძლევა, რის გამოც, ჩვეულებრივ მწარმოებლებს გაცილებით მაღალი რეიტინგი აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები