ფიფას ჩინოსნებს გამჩენი არ ასვენებს და ახლავე უნდათ, მუნდიალის მონაწილეების რაოდენობის ზრდა. ფულს სუნი არ ასდის და რა გინდა ქნა.
ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაკრებების რაოდენობის შესაძლო გაზრდის შესახებ ისაუბრა.
როგორც იცით, მომდევნო მუნდიალი 2022 ყატარში გაიმართება.
“გადავწყვიტეთ, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე ნაკრებების რაოდენობა 32-დან 48-მდე გავზარდოთ და ეს ცვლილება 2026 წლის მუნდიალისთვის უკვე ძალაში შევა. მოხდება თუ არა გუნდების რაოდენობის გაზრდა 2022 წლის მუნდიალისთვის? ასეთ ვარიანტს განვიხილავთ. თუ ამის გაკეთება რეალურია, მაშინ რატომაც არა?
უნდა შევაფასოთ, რამდენად შესაძლებელია ეს. განხილვა უკვე მიმდინარეობს ჩვენს ყატარელ პარტნიორებთან და რეგიონის სხვა წარმომადგენლებთან. იმედი გვაქვს, რომ ამის გაკეთება მოხერხდება”, – ციტირებს ინფანტინოს Reuters.
შეგახსენებთ, რომ 32-გუნდიანი მსოფლიოს ჩემპიონატი 1998 წლიდან იმართება.