LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ნოზაძე მესამე ცოლისგან მეორე შვილს ელოდება

102

„ქუჩის ბიჭების“ წევრი ირაკლი ნოზაძე ბობოქარი პირადი ცხოვრებით გამოირჩევა. მისი პირველი ცოლი, ქეთა თოფურიას ახლო მეგობარი, ანუკა ჟღენტი იყო. წყვილი ერთმანეთს დაშორდა. შემდეგ ირაკლი ელენე ქართველიშვილზე დაქორწინდა, რომელთანაც რვა წელიწადი გაატარა, მათ შვილი, ლუკა შეეძინათ, თუმცა 2014 წელს ირაკლი და ელენე განქორწინდნენ. მაშინ ჟურნალისტებთან საუბრისას მომღერალი ამბობდა, რომ უკვე ჰქონდა სხვა ურთიერთობა, თუმცა ამაზე ლაპარაკი არ უნდოდა.

მცირე ხნის წინ ის კიდევ ერთხელ დაქორწინდა. ის და მისი მეუღლე ია შვილს ელოდებიან, გოგონას. ია ფოტოებს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, საიდანაც ჩანს, რომ წყვილი ძალიან ბედნიერია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები