ირანელებმა შექმნეს სუპერქარი, რომელიც Lamborghini Murcielago-ს ზუსტი ასლია. ინჟინერთა ჯგუფს მასუდ მორადი ხელმძღვანელობდა და ავტომობილი იტალიური ფირმის ორიგინალ ნახაზებზე დაყრდნობით შეიქმნა.
Murciélago SV-ის აწყობისას სპეციალისტებმა Lamborghini-ს ორიგინალი შასი გამოიყენეს და თანამედროვე ტექნოლოგიების დამსახურებით იტალიური პლატფორმის სრულად წარმოდგენა გახდა შესაძლებელი. ანალოგიური მეთოდით დამზადდა ასევე ძარის პანელები, რომლებიც ორიგინალისგან თითქმის არ განსხვავდებიან.
ადგილობრივი გამოცემის Stnews-ის ინფორმაციით, ავტომობილზე მუშაობა მთელი 4 წელი გაგრძელდა და დროის ძირითადი ნაწილი Lamborghini-ს ნახაზების შესწავლას დასჭირდა. როგორც ჩანს, ამ მეთოდმა გაამართლა, რადგან სუპერქარს ორიგინალის იდენტური ზომები, კონსტრუქცია და სხვა დეტალები აქვს. ასლი მოძრაობაში 3,8 ლიტრის მოცულობის V6 ძრავს მოყავს და მისი მაქსიმალური სიჩქარე 280 კმ/სთ-ია.
View this post on Instagram
A post shared by های کپی لامبورگینی مورسیه لاگو (@iranian_lamborghini) on
View this post on Instagram
A post shared by های کپی لامبورگینی مورسیه لاگو (@iranian_lamborghini) on

