ირანელი ქალბატონები ძალიან შეწუხდნენ და გზა საკუთარი ხელით დააგეს. გამოცემა „Iran-Daily”-ს ცნობით, მანდილოსნებმა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ რეგიონში 5 კმ. სიგრძის გზა დააგეს.
ირანში გზები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ზამთრის მოსვლასთან ერთად რამდენიმე რეგიონი ცივილიზაციას წყდება და მოსახლეობასთან მისვლა ექიმებსაც კი ძალიან უჭირთ. ქალბატონებმაც სიტუაციის გამოსწორება გადაწყვიტეს. მათ წამოწყებას მამაკაცები სკეპტიკურად უყურებდნენ, რაშიც ძალიან ცდებოდნენ. მანდილოსნები ერთი თვის განმავლობაში შეუსვენებლად მუშაობდნენ და სასურველ შედეგს მიაღწიეს. ბუნებრივია, ირანში მსგავსი შემთხვევა პირველად მოხდა.