ირინა შეიკი დედა სამი თვის წინ გახდა. სუპერმოდელი უკვე თავის საქმეს დაუბრუნდა. მოდელმა „ინსტაგრამზე“ ლეგენდარულ ფოტოგრაფ, მარიო ტესტინოსთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა და დააწერა: „ვუბრუნდები იმას, რითიც დავიწყე… სიყვარულით მარიო ტესტინოსთან ერთად“.
ფოტოზე შეიკი მაკიაჟის გარეშეა გამოსახული და მას თაყვანისმცემლების აღფრთოვანება მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ქალიშვილის მშობლები მარტის ბოლოს გახდნენ. მოდელმა საუკეთესო ფორმაში ჩადგომა უკვე ბოლომდე მოახერხა. ფოტო