ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი პაპარაცებმა სარდინიაზე დააფიქსირეს. სანამ ჰოლივუდის ვარსკვლავი ჩოგბურთს თამაშობდა, მისი საყვარელი ქალი მზის აბაზანებს იღებდა და მეგობრებთან საუბრობდა. 30 წლის მოდელს ყვითელი ფერის საცურაო კოსტიუმი ეცვა და როგორც ყოველთვის, არაჩვეულებრივ ფორმაში იყო.
შეგახსენებთ, რომ წყვილის რომანი მას შემდეგ დაიწყო, რაც შეიკი 2015 წელს, კრიშტიანუ რონალდუს ხუთწლიანი რომანის შემდეგ დაშორდა.
რაც შეეხება კუპერს, მისი და მსახიობ ჯენიფერ ესპოსიტოს ქორწინება, რომელიც 2006 წელს დაიწყო, მხოლოდ ერთ წელს გაგრძელდა.