მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში, ბრენდ Moschino-ს ჩვენებაზე სუპერმოდელმა ირინა შეიკმა ნამდვილი ფურორი მოახდინა. მან პოდიუმზე ორი ეფექტური ჩაცმულობა გამოიტანა, რომელთაგან ერთ-ერთმა თავად შეიკიც აღაფრთოვანა.
ჩვენების დასრულების შემდეგ, ირინამ ჯერემი სკოტს სპეციალური მადლობა „ინსტაგრამის“ საშუალებით გადაუხადა.