LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირლანდიელი გოგონა 3 თვის განმავლობაში უფასოდ იმოგზაურებს

60

ირლანდიელი გოგონა ინსტაგრამში გამოქვეყნებული ფოტოს დამსახურებით 3 თვის განმავლობაში უფასოდ იმოგზაურებს. გამოცემა „Tech times”-ის ინფორმაციით, დუბლინელი ციარა ფლინი კრუიზული კომპანიის Royal Caribean-ის რჩეული გახდა და მათი ბგლოგერის მოვალეობას შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ საოცნებო ვაკანსია ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო, გამარჯვებას კი საუკეთესო ფოტოს ავტორი მოიპოვებდა. ირლანდიელმა სხვა კონკურსანტებს კატმანდუში, ბერებისთვის გადაღებული ფოტოთი აჯობა. ციარას წინ ფეშენებელური ხომალდით მოგზაურობა, 3 ოკეანის გადაკვეთა და თავისი შთაბეჭდილებების აღწერა დაევალება.

მოგზაურობის ხარჯებს მთლიანად კომპანია დაფარავს და გარდა ამისა, ბლოგერი მათგან საჩუქრად დამატებით 3,7 ათას დოლარსაც მიიღებს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები