LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისაკაძის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება

122
Capture

საბურთალოს რაიონში, ისაკაძის ქუჩაზე წყლის ქსელს რეაბილიტაცია უტარდება. შესაბამისად, ავტომობილებისთვის გადაადგილება სრულად შეზღუდულია მგალობლიშვილისა და ისაკაძის ქუჩების კვეთიდან გაგარინისა და ისაკაძის ქუჩების კვეთამდე.

აღნიშნული სამუშაოების პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მგალობლიშვილის ქუჩის, ჟვანიას მოედნის, პეკინის გამზირისა და გაგარინის ქუჩის გამოყენებით.

ისაკაძის ქუჩაზე ავტომობილით გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებისთვის.

სამუშაოები დაახლოებით 55 დღის განმავლობაში გაგრძელდება.