LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისევ რონალდო და მისი გოლები: რატომ გავლენ ბარსა და იუვე

189
09_J024681_RID.variant1400x787

ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალში „ბარსელონამ“ სტუმრად 1:0 მოუგო „მანჩესტერს“, ხოლო „იუვენტუსმა“ გასვლაზე ფრედ 1:1 ითამაშა „აიაქსთან“.

სტატისტიკის საფუძველზე, ევროთასებზე შედეგების გათვალისწინებით, კატალონიელთა შანსები მომდევნო ეტაპზე გასასვლელად 88.4%-ია, „მანჩესტერის“ – 11.6%.

„იუვენტუსის“ ნახევარფინალში გასვლის შანსი ბევრად დიდია, ვიდრე „აიაქსის“: 73.4% 26.6%-ის წინააღმდეგ.

ბოლო 11 ინგლისულ-ესპანურ ორმატჩიან დაპირისპირებაში 10-ჯერ მოიგეს ესპანურმა კლუბებმა. გამონაკლისი იყო 2016-17 წლებში „ლესტერის” მოგება „სევილიასთან“.

„ბარსელონა“ პირველ მატჩში სტუმრად გამარჯვების შემდეგ 42 შემთხვევიდან 40-ჯერ გადიოდა მომდევნო ეტაპზე. გამონაკლისია „კიოლნთან“ (1980) და „მეცთან“ (1984) თამაშები.

„ბარსელონამ“ ბოლო 3 წელიწადში პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგის საგარეო პლეი-ოფის თამაში.

„ბარსელონამ“ მე-14-ედ გაიტანა ლიგაზე ავტოგოლის დახმარებით და ამით „რეალისა“ და „ჩელსის“ რეკორდი გაიმეორა.

„ბარსელონამ“ პირველად მოუგო „მანჩესტერს“ სტუმრად.

ლიონელ მესის ზედიზედ 13 მეოთხედფინალში არ გაუტანია გოლი.

ლიონელ მესის ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი ისტორიაში ინგლისური კლუბების წინააღმდეგ – 22.

ლუის სუარესი მეხუთე ურუგვაელი, ვისაც ჩემპიონთა ლიგაზე 50 მატჩი დაუგროვდა. სხვები: დიეგო გოდინი (59), ედინსონ კავანი (59), მაქსი პერეირა (57) და პაოლო მონტერო (57).

ივან რაკიტიჩმა ევროთასებზე მე-100 მატჩი ითამაშა.

„მანჩესტერმა“ წააგო ბოლო 5-დან 4 მატჩი.

„მანჩესტერმა“ გაიტანა ლიგაზე მერვე ავტოგოლი. ამაზე მეტი არცერთ სხვა გუნდს არ გაუტანია.

„მანჩესტერ იუნაიტედს” არც ერთი ზუსტი დარტყმა არ ჰქონია – პირველად 2005 წლის მარტის შემდეგ.

„მანჩესტერმა“ 2005 წლის შემდეგ ერთხელაც ვერ დაარტყა კარში ლიგის მატჩში.

 

 

 

„იუვენტუსი“ 61-ჯერ იგებდა ან ფრედ თამაშობდა სტუმრად პირველ შეხვედრაში და 59-ჯერ გადიოდა. გამონაკლისია 1980 წელს „არსენალთან“ (1:1, 0:1) და 1999 წელს „მანჩესტერთან“ თამაშები (1:1, 2:3).

რონალდომ „აიაქსს“ მერვე გოლი გაუტანა. ლიგაზე უფრო მეტი მას „იუვენტუსისთვის და „ბაიერნისთვის“ გაუტანია – 10.

კრიშტიანო რონალდომ ბოლო ოთხ მატჩში შვიდი გოლი გაუტანა „აიაქსს”.

რონალდოს ამსტერდამში ექვსი გოლი დაუგროვდა. ამ მაჩვენებლით ის გაუთანაბრდა რეკორდსმენ ზლატან იბრაჰიმოვიჩს.

რონალდოს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალებში 24 გოლი დაუგროვდა. უახლოეს მდევრებს რაულსა და მესის 10-10 გოლი აქვთ.

რონალდომ ლიგის 161-ე მატჩში 125 გოლი გაიტანა.

„აიაქსის” მცველი მატეის დე ლიგტი ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში – 19 წლის და 241 დღის.

„აიაქსის“ 19 წლის ჰავბეკი ეკელენკამპი ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალში დებიუტი ქონდა. მასზე უმცროსი იყვნენ ბეზროდნი, იოვიჩი და მარსელისი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები