LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იშვიათი სარბოლო Porsche 5 მილიონ დოლარად გაიყიდა

53

აუქციონის სახლის Bonhams-ის მიერ გამართულ ვაჭრობაზე 18 იანვარს რეკორდულ თანხად გაიყიდა 1958 წლის Porsche 550A. მარკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სარბოლო მოდელი ახალ მფლობელს 5 170 000 დოლარი დაუჯდა.

Porsche 550A წინათ გერმანული მწარმოებლის საქარხნო სარბოლო გუნდს ეკუთვნოდა. ავტომობილი „ნიურბურგრინგის 1000 კილომეტრის“ გამარჯვებული გახდა, „ლე მანის“ 24 საათიან რბოლაში კი მეორე ადგილი აიღო. გარდა ამისა, Porsche ათჯერ გავიდა რარიტეტული ავტომობილების Mille Miglia Storica-ს რბოლის სტარტზე.

Porsche 550A აღჭურვილია 1,5 ლიტრიანი ძრავით, რომელიც 137 ცხენის ძალას ავითარებს.

სულ ასეთი 40 ეგზემპლარი გამოვიდა.

RM Sotheby’s-ის აუქციონის სახლი ამა წლის მარტში გასაყიდად 964 თაობის Porsche 911-ების კოლექციას გამოიტანს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები