LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისინი ისევ პირველები არიან: The Grand Tour ყველაზე ნახვადი შოუ გახდა

43

ჯერემი კლარკსონის, რიჩარდ ჰამონდისა და ჯეიმს მეის ახალი სატელევიზიო პროექტი The Grand Tour სერვის Amazon Prime-ის ყველაზე პოპულარული შოუ გახდა. გადაცემის პირველმა ეპიზოდმა ნახვების რაოდენობით წინა რეკორდსმენს აჯობა, საუბარია სერიალზე ”ადამიანი მაღალ კოშკში”.

Amazon-ის წარმომადგენლები ზუსტ ციფრებს არ აკონკრეტებენ და ამბობენ, რომ შოუ ერთდროულად მილიონობით ადამიანმა ნახა აშშ-ში, ბრიტანეთში, გერმანიაში, ავსტრიასა და იაპონიაში. გარდა ამისა, შოუს ეთერში გასვლის დღეს, დაფიქსირდა Amazon Prime-ის გამოწერის შეძენის მსურველთა რეკორდული რაოდენობაც.

შოუს პირველი ეპიზოდი 3,5 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდა, მასში 150 ავტომობილი, 6 თვითმფრინავი და 2000 აკრობატი გადაიღეს.

დეკემბრის თვიდან კი The Grand Tour-ის ნახვა არა მხოლოდ იმ ხუთ ქვეყანას შეეძლება, სადაც Amazon Prime ოფიციალურად არის ხელმისაწვდომი, არამედ მსოფლიოს 200 სახელმწიფოს მაცხოვრებლებსაც გაუმართლებთ. თუმცა, კონკრეტულად როგორ აპირებს კომპანია შოუ მთელს მსოოფლიოს მიაწოდოს, ჯერჯერობით უცნობია.

კლარკსონმა, ჰამონდმა და მეიმ Amazon-თან ხელი 36 ეპიზოდის გადაღებას მოაწერეს, რომელიც სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

https://www.youtube.com/watch?v=k2eSjq_Cwsk

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები