LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისლანდია ახალ ტურისტულ გადასახადს აწესებს

189
-1x-1

ისლანდიის ხელისუფლებამ ტურისტებისთვის დამატებითი გადასახადის შემოღება გადაწყვიტა, რათა კლიმატის ცვლილებას ხელი შეუშალოს.
ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის პრემიერმა გაავრცელა.

„ტურისტების ნაკადი ისლანდიაში ბოლო 10 წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა. ეს კი აშკარაა, რომ კლიმატზე ძალიან ცუდ გავლენას ახდენს, რადგან ბევრი ტურისტი ბუნების ხელშეუხებელ ადგილებს აკითხავს და მათზე ზემოქმედებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ (ისლანდიის ხელისუფლებამ) ტურიზმის გადასახადის გაზრდა გადავწყვიტეთ.“

ჩინოვნიკმა დააზუსტა რომ საწყის ეტაპზე გადასახადი ძალიან დიდი არ იქნება. ქვეყანას სურს, რომ კლიმატური სიტუაცია გააუმჯობესოს და 2040 წლისთვის მავნე გამონაბოლქვი მინიმუმამდე შეამციროს. ამისათვის, ისლანდია მწვანე ტექნოლოგიებში მასშტაბურ სუბსიდიებს დებს, ცდილობს გააუმჯობესოს სატრანსპორტო სისტემა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მავნე გამონაბოლქვი შეამციროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები