ისლანდიელებმა უყურადღებო მძღოლების შესაჩერებლად 3D ზებრა შექმნეს. საინტერესო იდეა ერთ-ერთ პატარა ქალაქ – იასფარადურში გაუჩნდათ და ის წარმატებითაც განახორციელეს. ოპტოკური ილუზიის გამოყენებით, ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი თითქოს ჰაერშია გამოკიდებული, რაც მძღოლების ყურადღებას იქცევს და ავტომობილის სიჩქარეც მცირდება.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტი ცოტა ხნის წინ ნიუ-დელიშიც განხორციელდა და ის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. რაც შეეხება ისლანდიას, საინტერესო ინიციატივას მომავალში სხვა ქალაქებიც შეუერთდებიან.
https://youtu.be/ASJ9WJ5D8LQ