LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისნის რაიონში ორ მისამართზე გზა კეთილმოეწყო

53

თბილისის ისნის რაიონში, სახალხო დასახლების ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა. სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობის დაკვეთით განხორციელდა. ასფალტის ახალი საფარი დაიგო, ბორდიურები და ტროტუარები მოეწყო.

ისნის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. საექიმოს გასასვლელი N 2-ა -ში ეზოს რეაბილიტაციაც დასრულდა. სამუშაოების ფარგლებში, ბორდიურები და ტროტუარები მოეწყო. ასფალტის ახალი საფარი სულ 4000 კვადრატულ მეტრზე დაიგო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები