LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორიაში ყველაზე გამძლე ძრავები: რომელ ავტომობილებზე აყენებენ მათ (ნაწილი II)

106
ისტორიაში ყველაზე გამძლე ძრავები რომელ ავტომობილებზე აყენებენ მათ (ნაწილი I)

მსოფლიოში ყველაზე გამძლე საავტომობილო ძრავების სია გამოქვეყნდა – ზოგიერთი მათგანი ათწლეულების შემდეგაც კი კვლავ კონვეიერზეა. მათი კონსტრუქცია იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ დღემდე პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა.

Buick V6 (1962–2009)

Buick-ის V6 პირველად  მოდელ Buick Special-ზე გამოჩნდა და იყო პირველი სერიული ექვსცილინდრიანი ძრავა, რომელიც ამერიკულ სამგზავრო ავტომობილზე დამონტაჟდა. მისი საწყისი მოცულობა  3.2 ლიტრს შეადგენდა.

მოგვიანებით ამ ძრავის უფლება Kaiser-Jeep-ს გადაეცა, თუმცა შემდეგ General Motors-მა იგი უკან დაიბრუნა.

სერიის ბოლო წარმომადგენელი გახდა პირველი თაობის Buick LaCrosse, რომლის წარმოების დასრულების დროისთვის (2009 წელს) ძრავის მოცულობა  3.8 ლიტრამდე გაიზარდა.

Rover V8 (1967–2004)

ბრიტანული ავტომრეწველობის ერთ-ერთი სიმბოლო – Rover V8 ამერიკულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით შეიქმნა. ის დაფუძნებული იყო Buick 215 ალუმინის ძრავაზე, რომელზეც GM-მა უარი თქვა მაღალი ღირებულებისა და არასანდოობის გამო.

კომპანია Rover-მა კონსტრუქცია სრულად დახვეწა, შედეგად შეიქმნა გამძლე და მარტივად მოსავლელი ძრავა.

მსუბუქი, მაგრამ ძლიერი V8 უმონტაჟდებოდა მოდელებს – Rover SD1, Land Rover, MG, Morgan და TVR. წლების განმავლობაში მისი მოცულობა გაიზარდა 3.5-დან 4.6 ლიტრამდე, ხოლო ბოლო მოდელი, რომელზეც იგი გამოიყენეს, Range Rover იყო.

AMC Straight Six (1964–2006)

American Motors Corporation-ის „ექვსცილინდრიანი“ ძრავა პირველად 1964 წელს მოდელზე Rambler Typhoon დამონტაჟდა.

ამ ძრავას ახასიათებდა გამორჩეული სიმარტივე, საიმედოობა და მაღალი ბრუნვის მომენტი.

4-ლიტრიანი ვერსია პირველად Jeep Cherokee-იმ მიიღო და მრავალი წლის განმავლობაში იდგმებოდა მოდელზე Wrangler, სანამ მისი წარმოება 2006 წელს დასრულდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები