იტალია 31 მარტიდან მოგზაურებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს გააუქმებს.
ქვეყნის ხელისუფლების ინფორმაციით, საგანგებო ვითარება რომელიც მარტის ბოლომდე მოქმედებს, სამომავლოდ აღარ გაგრძელდება. ტურიზმის მინისტრს სურს, რომ ტურიზმი რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს და არ ჩამორჩეს კონკურენტ სახელმწიფოებს, რომლებმაც შეზღუდვების გაუქმების თარიღი უკვე გაახმოვანეს.
თუკი ინფიცირებულთა შემთხვევები მომავალ თვეში საგრძნობლად არ გაიზრდება, საკარანტინო წესებიც შემსუბუქდება. მწვანე პასპორტის და ტესტის უარყოფითი პასუხის საჭიროება კვლავინდებურად აქტუალური დარჩება. თუმცა, ცვლილებები ამ კუთხითაც იგეგმება და მაგალითად, ღია კაფეებში და სხვა საკვებ ობიექტებში აცრის სერტიფიკატს აღარ მოითხოვენ.