პიემონტი ღვინის დღესასწაულს უმასპინძლებს. ღვინის მოყვარულები ალესანდრიას პროვინციაში 18 და 19 მარტს შეიკრიბებიან. მათ სხვადასხვა ასაკის უგემრიელესი სასმელის დაგემოვნება და ტრადიციული კერძების გასინჯვა შეეძლებათ.
შეგახსენებთ, რომ რომ პიემონტი მსოფლიოში ცნობილი სწორედ თავისი ღვინითა და ტრუფელით გახდა. იტალიის ნაკლებად პოპულარულ რეგიონს „ტურისტების გარეშე დარჩენილ ტოსკანასაც“ კი უწოდებენ ხოლმე. ღვინის ფესტივალი კი პროვინციის პოპულარობას აუცილებლად გაზრდის.