Trenitalia, იტალიის მთავარი სარკინიგზო გადამზიდი, გაუშვებს 135 მატარებელს, რომელიც აკუმულატორზე იმუშავებს. ეს ნიშნავს, რომ შემადგენლობები მარშრუტს ავტონომიურად გაივლიან და არც დიზელსა და არც ელექტროენერგიას არ გამოიყენებენ.
ასეთი მატარებლები სტანდარტულ მოდელებთან შედარებით ჰაერში 50%-ით ნაკლებ მავნე გამონაბოლქვს გამოყოფს. გარდა ამისა, მატარებლის ვიზუალის თუ შიგთავსის 93% გადამუშავებული ნედლეულისგანაა დამზადებული.
ეკოლოგიური ტრანსპორტის მაქსიმალური სიჩქარე 160 კმ/სთ იქნება, ელემენტის სვლის მარაგი 15 კილომეტრს შეადგენს. ამიტომ, დასაწყისისთვის ისინი აკუმულატორის წყაროზე გადაერთვებიან. თუმცა, 2030 წლისთვის ელემენტებს ბევრად გააუმჯობესებენ და სვლის მარაგსაც 100 კმ-მდე გაზრდიან.