ფერარაში (იტალიაში) კანფიტის და საჰაერო ბუშტების გამოყენება ამიერიდან შეუძლებელი იქნება.
აკრძალვის მიზეზი არის ის ზიანი, რომელსაც ისინი გარემოს აყენებენ. დღესასწაულების შემდეგ ბუშტების პლასტმასის ნაწილაკები და კანფიტი გაზონებში და სხვა მცენარეებზე თვეობით და წლობით რჩება, რადგან მათი გაქრობა პრაქტიკულად შეუძლებელია. გარდა ამისა, ბუშტები ხვდებიან წყლებშიც და მილებს აბინძურებენ.
ნებისმიერი ადამიანი ვინც კანონს დაარღვევს, 125 ევროთი დაჯარიმდება. ადგილობრივი პოლიცია ქალაქში გამართულ დღესასწაულებს ძალიან მკაცრად გააკონტროლებს.
აღსანიშნავია, რომ ტრადიციულ სადღესასწაულო ატრიბუტიკაზე ბევრი ევროპული ქალაქი ამბობს უარს, რადგან ეკოლოგიასა და ცხოველებზე ზრუნვას ასე სჭირდება.