ნეაპოლის სასტუმროებმა გადაწყვიტეს, რომ სტუმრებს ძვირფასი საათების ნაცვლად პლასტმასის ანალოგები შესთავაზონ. ამ საათებს ისინი ქუჩაში სეირნობის დროს გამოიყენებენ, ორიგინალი საათები კი ამ დროს სეიფში საიმედოდ იქნება დაცული. ტურისტების მძარცველებისგან დაცვის გზა ნაციონალური ტურისტული სააგენტოების ასოციაციის პრეზიდენტმა ჩეზარე ფოამ მოიფიქრა, წერს CNN.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნეაპოლში ჩამოსული ტურისტები ქალაქში მშვიდი დასვენებით დატკბნენ, ამიტომ სასტუმროებმა და ქალაქის საბჭომ მოგზაურთა უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნონ..“
როგორც გამოცემას სპეციალისტმა უთხრა, პლასტმასის საათი არა მხოლოდ უსაფრთხოების გარანტია, არამედ შესაძლოა მშვენიერ ტურისტულ სუვენირადაც იქცეს. საათზე რეგიონის სიმბოლიკას დაიტანენ და სამახსოვრო საჩუქრის ფასი მხოლოდ 10 ევრო იქნება.
აღსანიშნავია, რომ ეს ინიციატივა ცოტა ხნის წინ მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაჩნდა. ფრანგი მსახიობი დენიელ ოტეი ნეაპოლში ტაქსით გადაადგილდებოდა, როდესაც სკუტერით მას ორი მძარცველი მიუახლოვდა და ხელიდან 39 ათას ევროდ შეფასებული საათი მოხსნა.