იტალიაში დაიწყო მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავის მშენებლობა, რომელიც განკუთვნილია ქარის ტურბინების ფრთების გადასატანად – იმ ახალი თაობის ელექტროსადგურებისთვის, სადაც ისინი დამონტაჟებულია. სიახლის შესახებ Zamin-ი წერს.
ეს ტურბინები რამდენიმე წლის წინ შეიქმნა. ფრთების სიგრძეა 104 მეტრია, რაც დაახლოებით 30 მეტრით მეტია არსებულზე. ახალი ტურბინები უფრო მეტ ქარს იჭერენ და ელექტროენერგიას მნიშვნელოვნად ნაკლები დანახარჯით გამოიმუშავებენ, ვიდრე მზის, ქარის ან ბირთვული ენერგიის გამოყენებით.
თუმცა წარმოიშვა სერიოზული პრობლემა – ამ ფრთების ტრანსპორტირება. მთავარი სირთულე ისაა, რომ მათი დაშლა შეუძლებელია – კონსტრუქცია ამის შესაძლებლობას არ იძლევა. სატვირთო მანქანები ვერ გაუმკლავდებოდნენ, რადგან არსებობს „ვიწრო“ ადგილები, როგორიცაა მოსახვევები და გვირაბები; გემები და ვერტმფრენები ზომებით ვერ შეეფერებოდნენ; დირიჟაბლები კი ძალიან მსუბუქია და ასეთ დიდ ტვირთს ვერ გადაიტანდნენ.
გამოსავალი ახალი გიგანტური თვითმფრინავის მშენებლობა გახდა.
თვითმფრინავს ექვსსართულიანი სახლის სიმაღლე ექნება – 24 მეტრი, სიგრძე – 108 მეტრია, ხოლო ფრთების გაშლის სიგანე – 80 მეტრი.