LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში ყველაზე მაღალი დაკიდებული ხიდი გაიხსნა

124
ხიდი

იტალიაში, უმბრიას რეგიონში ევროპის ყველაზე მაღალი დაკიდებული ხიდი გახსნეს. ხიდი 175 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და ერთმანეთთან ორ სოფელს აკავშირებს. კონსტრუქციის ქვეშ ულამაზესი ტბის ხედებია განთავსებული.

ხიდის სიგრძე 517,5 მეტრია. ნაგებობა 1023 გამოყოფილი ნაბიჯისგან შედგება და ასეთი ჩანაფიქრის მიზანი ტურისტებისთვის მძაფრი ემოციების დამატებაა.

ხიდის თავიდან ბოლომდე გასავლელად 30-45 წუთია საჭირო.

ტურისტებისთვის გარკვეული შეზღუდვები არსებობს. ვიზიტორი მინიმუმ 120 სმ სიმაღლის უნდა იყოს და კარგი მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა უნდა ჰქონდეს.

ხიდი დამთვალიერებლისთვის მთელი წელი გახსნილი იქნება. ბილეთი 25 ევრო ეღირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები