იტალიური დიზაინ-ცენტრი Camal, 2008 წელს დაარსდა. კომპანიამ უკვე მოასწრო და ითანამშრომლა ისეთ ცნობილ ბრენდებთან როგორებიცაა Fiat, Bertone და Ferrari, თუმცა, ამჯერად საქმე ჯიპის ტიპის სუპერქარს ეხება, რომელშიც Bugatti-ს ძრავი მოთავსდება.
სუპერქარის სახელწოდება Remusa ძველი რომაული დიალექტიდან იქნა აღებული და გველს ნიშნავს. ავტომობილი Bugatti EB 110-ის ბაზაზე აიწყობა, რომელიც საავტომობილო ბაზარზე 1991 წელს გამოჩნდა.
3.5 ლიტრიანი V12 ტიპის ბენზინზე მომუშავე ძრავი ავტომობილის უკანა ძარაზე განთავსდება და იმუშავებს ავტომობილს ცენტრალურ ნაწილში მოთავსებულ ელექტროძრავთან. წინა წამყვანი თვლების ამძრაობაზე კი 6 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი იზრუნებს. საერთო ჯამში, კი ავტომობილის სიმძლავრე 800 ცხენის ძალა იქნება.
Remusa პლასტიკატისგან დამზადებული შასით იქნება წარმოდგენილი, რომელშიც ჩართული იქნება კარბონის დეტალებიც. თუმცა, როდის გაიმართება ავტომობილის დებიუტი ჯერჯერობით უცნობია.