LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიელმა მეცნიერებმა შექმნეს ელემენტი, რომელიც იჭმევა

133
shutterstock_1706977870-750x500

იტალიელმა მეცნიერებმა, რომლებიც გენუის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მოღვაწეობენ, შექმნეს ელემენტი რომელიც იჭმევა, თანაც მთლიანად. New Food Magazine-ის ინფორმაციით, სიახლეს მცირე ზომის ელექტრონული მოწყობილობების დამუხტვა შეუძლია.

ელემენტის „უარყოფითი“ ბოლო რიბოფლავინის ვიტამინისგან დაამზადეს, ეს ვიტამინია დიდი რაოდენობით მაგალითად ნუშში. ხოლო „დადებითი“ ბოლოსთვის ვიტამინი კვერცეტინი აიღეს, რომელიც წიწიბურას, ყურძნის და მსხლის შემადგენლობაშია.
ელექტროლიტი წყლის ბაზაზე შექმნეს და გამყოფი, რომელიც მოკლე ჩართვის თავიდან ასაცილებლადაა განკუთვნილი – წყალმცენარეებისგან შედგება.

მოწყობილობის პროტოტიპი ერთი საათის განმავლობაში რამდენიმე მიკროამპერს იძლევა, რაც სრულებით საკმარისია მცირე ზომის ელექტრონული მოწყობილობების სამუშაოდ, მაგალითად – დიოდური ნათურის ან საბავშვო სათამაშოს.

ამასობაში, ფინეთში გახსნეს ქარხანა, რომელიც ელექტრომობილებისთვის აკუმულატორებს ხისგან ამზადებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები