LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიის 9 ყველაზე ზღაპრული ადგილი

344

იტალია, რომ ამოუწურავი სილამაზეა, ამაზე ალბათ არავინ დაობს. ქვეყანა ყველა ვიზიტორს განსხვავებულ და მისთვის მოსაწონ დანიშნულებებს უმზადებს. საუკეთესოთა შორის საუკეთესო ადგილების შერჩევა მარტივი ნამდვილად არ არის, თუმცა მოგზაურებმა ყველაზე ზღაპრული რეიტინგის შედგენა მაინც სცადეს.

სან კასიანო, დოლომიტი

დოლომიტის რეგიონი მნახველს მართლაც უამრავ სიურპრიზს უმზადებს. თუმცა, ტურისტებს ყველაზე მეტად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ნაგებობები და  დათვის ბუნაგები ხიბლავთ.

ბოტანიკური ბაღები, ლაციო

ულამაზესი ბაღები ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეშია აგებული. მათი არქიტექტორი საყვარელი მეუღლის სიკვდილს გლოვობდა და დარდი მისტიურ არსებებად და უჩვეულო სკულპტურებად აქცია.

Val d’Orcia, ტოსკანა

რეგიონი ხელუხლებელი ლანდშაფტებისა და სუნთქვისშემკვრელი ხედების ნამდვილი საგანძურია. უძველესი სასახლეები და კოშკები კი ტოსკანას მონახულებას სულ სხვა ხიბლს სძენს.

კასკატე დელე მარმორე, უმბრია

ადამიანის ხელით შექმნილი ყველაზე დიდი ჩანჩქერებისა და ნაკრძალების სამყარო ემოციის გარეშე არც ერთ ვიზიტორს არ ტოვებს.

ნინფას ბაღი, ლაციო

ნინფა შუა საუკუნეებში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქალაქი იყო. 1900-იან წლებში კი დანიშნულება თავიდან აღმოაჩინეს, გააცოცხლეს და ნანგრევებისგან პატარა სამოთხე შექმნეს.

(ვრცლად/ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები