იტალიის სერია ა კორონავირუსის გამო შესაძლოა შეწყვიტონ. საბოლოო გადაწყვეტილებას სამშაბათს, 10 მარტს მიიღებენ.
“მე არ ვეთანხმები ლიგის გადაწყვეტილებას ჩემპიონატის გაგრძელების თაობაზე. საგანგებო მდგომარეობა რამდენიმე დღეში არ დამთავრდება. შესაძლოა შედეგი აისახოს ჩემპიონატზეც, მაგრამ ფეხბურთი დაბრუნდება კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე ადრე, როდესაც ყველაფერი დამთავრდება”, – თქვა იტალიის სპორტის მინისტრმა ვიჩენცო სპადაფორიმ.
სწორედ მან დაამატა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას სამშაბათს მიიღებენ.
იტალია კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. გუშინ სერია ა-ს მატჩები უმაყურებლოდ გაიმართა.