LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიის ჩრდილოეთში ქუჩაში მოწევა აიკრძალა

116
httpscloudfront-us-east-2.images

ტურინის მერიამ მწეველებისთვის ღია სივრცეში უსაფრთხო დისტანცია დააწესა.
ამიერიდან თამბაქოს მომხმარებლებს მოუწევთ, რომ სხვა ადამიანებისგან მინიმუმ 5 მეტრით იყვნენ მოშორებული, წერს The Reuters.

“საუბარია იმ მოქალაქეების პატივისცემაზე, რომლებიც არ ეწევიან და გარდა ამისა, ეს ელემენტარული კულტურაცაა“ – განაცხადა ქალაქის მერმა სტეფანო ლო რუსომ. კანონდამრღვევებს 100 ევრომდე ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

აკრძალვა მოიცავს ჩვეულებრივ სიგარეტს, სიგარას, თამბაქოს გასახურებელ მოწყობილობას და ელექტრონულ სიგარეტებს. მწეველები სხვა ადამიანების სიახლოვეს ყოფნას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუკი მათგან ამის ნებართვა ექნებათ. ღია სივრცეში მოწევა სასტიკად აკრძალულია ბავშვების და ორსული ქალბატონების გარემოცვაში.

2021 წელს მილანმა მოწევა აკრძალა ავტობუსის გაჩერებებზე, ტაქსის სადგომებზე, სტადიონებზე, პარკებსა და სასაფლაოებზე. თუმცა, როგორც მედია იუწყება ამ კანონის დაცვას პოლიცია არც თუ ისე მკაცრად ცდილობს, რამეთუ მისი ძალაში შესვლიდან 4 თვის ვადაში მხოლოდ 7 მწეველი დაჯარიმდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები