LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიის ქალაქ ბოლცანოში ძაღლებს ტურისტული გადასახადი დაუწესეს

111
3827043121_77d0fe709b_k-mslavick

იტალიის ქალაქ ბოლცანოში მომავალი წლიდან ყოველდღიური გადასახადი დაეკისრებათ არა მხოლოდ ტურისტებს, არამედ იმ ძაღლებსაც, რომლებიც მათთან ერთად მოგზაურობენ. გადასახადის ოდენობა 1,50 ევრო იქნება. სიახლის შესახებ tragento წერს.

ქალაქის ხელისუფლება გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ბევრი ვიზიტორი საკუთარი შინაური ცხოველის შემდეგ ქუჩებს არ ასუფთავებს. შეგროვილი თანხა მოხმარდება ქუჩების მოწესრიგებას, ასევე სპეციალური ტერიტორიების შექმნას ძაღლების გასასეირნებლად.

ქალაქის მოსახლეობის აზრი „ძაღლების გადასახადთან“ დაკავშირებით ორად არის გაყოფილი. ზოგი ამას გონივრულ და მიზანშეწონილ ნაბიჯად მიიჩნევს, სხვები კი ფიქრობენ, რომ ასეთმა გადასახადმა შესაძლოა ტურისტები დააფრთხოს.

ცხოველთა უფლებადამცველები ამ გადაწყვეტილებას მკაცრად ეწინააღმდეგებიან. მათი თქმით, ცხოველები ფუფუნება არ არის, არამედ ოჯახის განუყოფელი ნაწილია. დაბეგვრა არ აგვარებს რამდენიმე უპასუხისმგებლო ტურისტის ქცევის პრობლემას, მაგრამ შესაძლოა ხელი შეუშალოს პასუხისმგებლიან მოგზაურობას. გარდა ამისა, მათი შეფასებით, ამ ინიციატივამ შეიძლება გამოიწვიოს ისიც, რომ ბევრი ძაღლი ქუჩაში აღმოჩნდეს.

ტურისტული გადასახადის პრაქტიკა ფართოდ არის გავრცელებული იმ ევროპულ ქალაქებსა და ქვეყნებში, რომლებიც მასობრივი ტურიზმის ზეწოლას განიცდიან. მაგალითად, ვენეციაში 2025 წლიდან ერთდღიანი ვიზიტორებისგან მერია 10 ევროს იღებს; ამსტერდამში დღიურ ხარჯებში 21,80 ევროს გათვალისწინებაა საჭირო; ხოლო საბერძნეთში გეგმავენ დღიური გადასახადის დაწესებას – 8-დან 20 ევრომდე თითოეულ დღე-ღამეზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები