LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიის სასამართლომ Ferrari-ს პრეზიდენტის აქტივები დააპატიმრა

104
იტალიის სასამართლომ Ferrari-ს პრეზიდენტის აქტივები დააპატიმრა

იტალიის სასამართლომ Ferrari-ს პრეზიდენტის აქტივები დააპატიმრა. სააგენტო Reuters-მა დაადგინა, რომ 5 ადამიანს, მათ შორის ჯონ ელკანს 75 მილიონი ევრო აქვს ჩამორთმეული. კამათის საგანი ცოტა კურიოზულიც კია: იტალიის პროკურატურა დაადგენს, ცხოვრობდა თუ არა ელკანის ბებია ქვეყანაში. ამ კითხვაზე პასუხზეა დამოკიდებული გადასახადების ოდენობა 800 მილიონ ევროდ შეფასებულ სახლზე. საქმე ისაა, რომ იტალიაში მემკვიდრეობით გადმოცემული ქონება გადასახადით იბეგრება, შვეიცარიაში – არა.

ჯონ ელკანი ავტო გიგანტის Stellantis ხელმძღვანელია, Ferrari-ს აქციების საკონტროლო პაკეტს ფლობს და იტალიური კომპანიის დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელიცაა. ტურინის პროკურატურა ამტკიცებს, რომ გავლენიან ტოპ-მენეჯერს მემკვიდრეობის გადასახადი არ გადაუხდია. პრეტენზიის ზუსტი თანხა არ ზუსტდება, თუმცა საქმის ფარგლებში 75 მილიონი ევროს აქტივები დააპატიმრეს.

გამოძიების ვერსიით ელკანის ბებია იტალიის რეზიდენტი იყო 2010 წლიდან. Ferrari-ს ხელმძღვანელის ადვოკატები კი ამტკიცებენ, რომ ბებია შვეიცარიაში ცხოვრობდა და იტალიის მთავრობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები