LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიური ქალაქი ახალ მაცხოვრებლებს ეძებს და მზადაა მსურველებს 30-30 ათასი ევროც გადაუხადოს

50
image

აპულიას რეგიონში მდებარე იტალიური ქალაქი აკვარიკა დელ კაპო 30 ათასი ევროს ღირებულების გრანტს გადასცემს ყველას, ვინც ქალაქში სახლს იყიდის და იქვე დარეგისტრირდება.

ეს თანხა ახალმა მაცხოვრებლებმა სახლის საფასურის დასაფარად უნდა დახარჯონ, ანდაც სარემონტო სამუშაოებს მოახმარონ. აღსანიშნავია, რომ დასახლებაში სახლების ფასი 40 ათას ევრომდეა, ხოლო ბინების – 60 000 ევრომდე.

ამ გზით მერიას ახალი მოსახლეების მოზიდვა სურს. ისევე როგორც ბევრი სხვა რეგიონი აკვარიკაც მოსახლეობის სიმცირეს უჩივის, ახალგაზრდობა მასიურად ტოვებს ადგილს და უფრო დიდი დასახლებული პუნქტებისკენ მიეშურება. ამ დროისთვის ქალაქში 10 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. ადგილობრივების მოტივაციისთვის და იმისთვის, რომ უფრო მეტი ადამიანი დარჩეს ქალაქში, მერია ახალ დაბადებულებს 1000 ევროიან პრემიებს ჩუქნის.

რაც შეეხება სახლის ყიდვის გრანტს, მსგავსი პროექტი იტალიაში ერთადერთი არ არის და მაგალითად სარდინიის კუნძულზე 15 ათასი ევროს დარიგებას აპირებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები