ინგლისური „ვულვერჰეპტონის“ პორტუგალიელი მეკარის რუი პატრისიუს ცოლი ვერა რიბეირო პროფესიონალი სექსოლოგი და ფსიქოლოგია, რომელიც პორტუგალიურ ტელევიზიაში გამოჩნდა და წყვილები ლოგინში ურთიერთობის დალაგების დახმარება სცადა.
The Sun წერს, რომ გასულ წელს ვერამ გამოუშვა წიგნი სახელწოდებით „ცდუნების ინსტრუქცია“ (The Manual of Seduction), სადაც საყვარლებს მრავალი პიკანტური რჩევა მისცა.
კერძოდ, „ვულვზის“ გოლკიპერის ცოლი რეკომენდაციას უწევს ქალებს ყინულკარამელი წუწნონ ორალურ მოფერებამდე, ითამაშონ ბანქო გახდაზე და პარტნიორის სხეული გამოიყენონ სუშის ან ნებისმიერი სხვა საკვების დასადგმელად.
ამასობაში პატრისიუმ ინგლისში ჩემპიონატში 25 მატჩში ითამაშა და 32 გოლი გაუშვა.
ისე რა ენაღვლება, მეტიც რომ გაეშვა, მივა სახლში და იქ ყველაფერს დაავიწყებენ…